Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    მაისი 16, 2025

    მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ახალი ეტაპი ეწყება!


    კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია'' ხულოსა და შუახევის
    მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, მესამე წელია აფინანსებს პროგრამას "სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის". კომპანიამ უკვე დააფინანსა 15 პროექტი.

    პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.

    ? ეს ინიციატივა ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას:
    ?  SDG 5 – გენდერული თანასწორობა
    ? SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

    ? შუახევის მუნიციპალიტეტი
    ? +995591 98 20 19
    ⏱️ განაცხადები მიიღება 6 ივნისის ჩათვლით

    ? ხულოს მუნიციპალიტეტი
    ? +995 577 15 95 59 +995 591 44 66 09
    ⏱️ განაცხადები მიიღება 3 ივნისის ჩათვლით