ისტორიები
ოქტომბერი 25, 2025
სტრატეგიული კომუნიკაცია - ტრანსფორმაციული მმართველობის ხერხემალი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ტრანსფორმაციული მმართველობის სამოქმედო პლატფორმის შეხვედრა გაიმართა თემაზე – „ტრანსფორმაციული მმართველობა: ვალდებულების მიღმა, საქმიანობა სტანდარტების შესაბამისად“.
იზა გოცაძემ, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრმა, მიმოიხილა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა, ტრანსფორმაციული მმართველობის ინტერგრაციის პროცესში. შეხვედრის ფარგლებში ტრანსფორმაციული მმართველობის ჰოლისტურ მიდგომაზე, ისაუბრეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართელოს ქსელის დირექტორის მოადგილემ ნინო კვანტრიშვილმა, საქართველოს ბანკის მდგრადობისა და ESG საკითხების ხელმძღვანელმა ანა ოსაძე, სელფის ეთიკისა და კომპლაიენსის სამსახურის ხელმძღვანელმა ია მამეიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ტრანსფორმაციული მმართველობის კონცეფცია და მისი კავშირი მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან, ასევე, განსხვავება ტრადიციული კორპორაციულ მმართველობისგან
კომპანიებმა ტრანსფორმაციული მმართველობის ინტეგრაციაზე (მმართველობითი პროცესები, ეთიკა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება) პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღეს
კომპანიებმა ტრანსფორმაციული მმართველობის ინტეგრაციაზე (მმართველობითი პროცესები, ეთიკა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება) პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღეს