პრეს რელიზი
ნოემბერი 18, 2011
შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან
კომპანია „ქლინ ენერჯის“ მმართველი საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯონას გარ სთორთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ლევან ვარშოალომიძესთან. ყველა მათგანმა გამოხატა სრული მხარდაჭერა აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის მიმართ.
10 ნოემბერს, კომპანიის მმართველი საბჭოს წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმში თბილისში, რომელსაც მასპინძლობდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონას გორ სთორი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიკა ვალიშვილი. სემინარი სიტყვით გახსნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონას გარ სთორმა.