პრეს რელიზი

სატიშ ბჰატმა ფორუმში „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეობა მიიღო.
27 ივნისს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბჰატი, ბათუმში გამართულ ფორუმს Partnership4SDGs – „განახლებადი მომავლის დაფინანსება“ დაესწრო და პანელურ დისკუსიაში „განახლებადი ენერგიის დაფინანსება ინკლუზიური ზრდისთვის – სუფთა ენერგიაში ინვესტიციების გაფართოება კლიმატური ქმედებებისა და მდგრადი განვითარების მიზნით“ მონაწილეობა მიიღო.
სატიშ ბჰატმა ყურადღება გაამახვილა Tata Power-ის საერთაშორისო გამოცდილებაზე, ინდოეთში განახლებადი ენერგიის წარმატებული პროექტების განხორციელებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შერეული ტიპის დაფინანსება, საზოგადოებრივი სარგებლის გაზიარება და ინოვაციური მიდგომები — როგორიცაა მიკროქსელები და დეცენტრალიზებული მზის სისტემები — ნათლად აჩვენებს, რომ ფინანსური მდგრადობა და სოციალური გავლენა შესაძლებელია ერთდროულად იყოს მიღწეული.
„სტრატეგიულმა ინვესტიციებმა, ძლიერმა საჯარო-კერძო პარტნიორობამ და ეფექტიანმა სამართლებრივმა ჩარჩოებმა შეიძლება გარდაქმნას არა მხოლოდ ენერგოსისტემები, არამედ მთელი ეკონომიკა. საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება უმნიშვნელოვანესია SDG 7 მიზნის — ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის — მიღწევისთვის, ასევე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და გრძელვადიანი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. თუ პირველ ეტაპზე გავამარტივებთ ინვესტიციების რისკებს შეღავათიანი კაპიტალის გამოყენებით და პროექტებში ადგილობრივი განვითარების კომპონენტს ჩავაშენებთ, საქართველო სწრაფად გადავა განახლებად ენერგიაზე. „აჭარისწყალ ჯორჯიას“ ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანით ამაყობს დაიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად.“ — სატიშ ბჰატი, AGL-ის აღმასრულებელი დირექტორი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის: ია გაბუნიამ (Georgian Renewable Power Company, თავმჯდომარის მოადგილე) და ნუგზარ ხაინდარავამ (Kartli Generation, დირექტორი).
დისკუსიას უძღვებოდა მაია მელიქიძე, ორგანიზაცია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.