ვიდეო ისტორიები

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ახალი ეტაპი ეწყება!
კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია'' ხულოსა და შუახევის
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, მესამე წელია აფინანსებს პროგრამას "სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის". კომპანიამ უკვე დააფინანსა 15 პროექტი.
პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
🌏 ეს ინიციატივა ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას:
🎯 SDG 5 – გენდერული თანასწორობა
🎯 SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
📍 შუახევის მუნიციპალიტეტი
📞 +995591 98 20 19
⏱️ განაცხადები მიიღება 6 ივნისის ჩათვლით
📍 ხულოს მუნიციპალიტეტი
📞 +995 577 15 95 59 +995 591 44 66 09
⏱️ განაცხადები მიიღება 3 ივნისის ჩათვლით