ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ უზრუნველყოფს, რომ სამშენებლო საქმიანობები შეესაბამებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო კრედიტორების გარემოსდაცვით რეგულაციებს. კომპანიამ ადგილობრივ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა აქტივობები, რომელიც მიმართულია საპროექტო არეალის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და გაძლიერებისკენ.  ჰესის მშენებლობის და ოპერირების ფაზებზე  ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით, კომპანია ახორციელებს გრძელვადიან შემარბილებელ ღონისძიებებს. ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია იძლევა რისკების ფრთხილად მარვის საშუალებას, რათა პროექტს ქონდეს საუკეთესო შესაძლო შედეგები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეკოლოგიური სისტემის ფუნქციასა და მთლიანობაზე.

ძუძუმწოვრები

აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის არეალში ძუძუმწოვრების მონიტორინგი მიმდინარეობს 2013 წლიდან დღემდე. მონიტორინგი ხორციელდება, როგორც მსხვილ ძუძუმწოვრებზე, ასევე წვრილ ძუძუმწოვრებზე (ხელფრთიანები, მწერიჭამიები და მღრნელები). მსხვილ ძუძუმწოვრებზე  დაკვირვება მიმდინარეობს ფოტო (კამერა) ხაფანგების საშუალებით, რომლებიც პროექტის არეალში სხვადასხვა ლოკაციაზეა განლაგებული და 24 საათიან რეჟიმში (სენსორის საშუალებით) აფიქსირებს ობიექტივში მომხდარ ყველა ცხოველს, რომელიც გადაადგილდება კამერის მხედველობის არეალში. სულ პროექტის არეალში ფიქსირდება 13 სახეობის მსხვილი ძუძუმწოვარი.  

რაც შეეხება პროექტის არეალში წვრილ ძუძუმწობრებს მონიტორინგს, ხელფრთიანების (ღამურების) მონიტორინგი მიმდინარეობს სპეციალური ხმის დეტექტორის და ბადეების გამოყენებით, ხოლო მწერიჭამიების და მღრნელების მონიტორინგი მიმდინარეობს სპეციალური ცოცხალმჭერი ხაფანგებით. ტერიტორიაზე ფიქსირდება 30 სახეობის წვრილი ძუძუმწოვარი. 2015 წელსღამურებისთვის კომპანიამ დაამონტაჟა 100 ხელოვნური თავშესაფარი.

მობუდარი ფრინველები

შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის  არეალში მიმდინარეობს მობუდარი ფრინველების მონიტორინგი. გაზაფხულზე (მაშინ როცა ფრინველები იწყებენ ბუდობას) პროექტის ტერიტორიაზე სპეციალურად შერჩეულ წერტილებზე ხდება ფრინველებზე ვიზუალური დაკვირვება სხვადასხვა საშუალებებით, ასევე, მიმდინარეობს  გამოცემულ ხმებზე (გალობა) დაკვირვება და სახეობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი  წყალთან დაკავშირებულ ფრინველებზე . შუახევი ჰესის პროექტის არეალში ფიქსირდება 60 მ-მდე ფრინველის სახეობა. 2016 წელს ჩვენმა კომპანიამ დააყენა 100 ხელოვნური თავშესაფარი (ბუდეები), რისი გარკვეული ნაწილი შემდგომ წლებში გამოყენებული იქნა მობუდარი ფრინველების მიერ ბუდობის პერიოდში.  

თევზები

ჩვენი კომპანია 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს მდინარის ჰაპიტატების, კერძოდ თევზების და წყლის მაკროუხერხემლოების კვლევასა და მონიტორინგს. მონიტორინგი ხორციელდება 15 სადგურზე, წელიწადში 4-ჯერ როგორც მდინარის წყალმცირობის, ასევე წყალუხვობის პერიოდში. მონიტორინგი ითვალისწინებს კამერალურ კვლევებს, საველე კვლევებს, მოპოვებული მასალის ლაბორატორიულ დამუშავებასა და ანამნეზს. 

ფლორა

საკვლევ ტერიტორიაზე  დეტალური ბოტანიკური კვლევები ჩატარდა, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევების  (2011წ.), ასევე მომდევნო წლებში ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის შემუშავების  ფარგლებში. საკვლევ ტერიტორიაზე ხე-მცენარეებზე დაკვირვება დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ ტყის აღდგენის  ღონისძიებების ფარგლებში შერჩეულ უბნებზე დარგო ადგილობრივი ჯიშის ხეები, როგორიცაა: კაკალი (Juglans regia), წაბლი (Castanea sativa), თელამუდა (Ulmus minor), უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯამში 3,000-მდე წითელი ნუსხის და შერეული ჯიშის ხეები.

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com