განათლება და ცნობიერების ამაღლება

ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა 

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეების და ინგლისური ენის მასწავლებლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

ენა და პედაგოგიური უნარები სრულად

– ენის უნარები მოსწავლეებისთვის სრულად

– ინგლისური ესეს კონკურსი სრულად 

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ მაღალმთიანი აჭარის 25 სტუდენტს ბაკალავრის საფეხურზე  სწვალის საფასური დაუფინანსა. დაფინანსება მიიღო იმ სტუდენტებმა, რომლებიც სწვალობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება. დაფინანსება გაგრძელდება 4 წელი, ბაკალავრის საფეხურის დასრულებამდე. სრულად  

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსები ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის

2015-2017წწ. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გახსნა ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსები მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსები გაიხსნა დაბა შუახევში, დაბა ხულოში, დიდაჭარასა და ღურტაში. კომპანიამ აიყვანა ინგლისური ენის ადგილობრივი მასწავლებლები და ასევე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის მიწოდება. 2 წლის განმავლობაში მოსამზადებელი კურსები 212 ბავშვმა გაიარა.  სრულად  

ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის საკითხებზე

კომპანიამ წამოიწყო ცნობიერების ამაღლების ტრენინგები ხულოსა და შუახევში, რათა მოსახლეობას ჰქონოდა ინფორმაცია და აემაღლებინა მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰეპატიტები, შიდსი, სქესობრევი გზით გადამდები დაავადებები, მკერდის სიმსივნე და ა.შ. სრულად

სტუდენტების სტაჟირების პროგრამა

„შუახევი ჰესის“ მშენებლობის პროექტში სტუდნეტების ჩართულობა საქართველოს ჰიდროენერგო სექტორის პროფესიონალი კადრებით გაძლიერებას ისახავდა მიზნად. სტაჟირების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის 6-მა სტუდენტმა გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი. სტუდნეტებმა როტაციის პრინციპით იმუშავეს სხავდასხვა ობიექტზე, მონაწილეობა მიიღეს ელექტროსადგურისა და კაშხლების მშენებლობაში, ასევე ჩართულნი იყვნენ გვირაბის გაყვანის სამუშაოებში.

ცნობიერების ამაღლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ მხარი დაუჭირა ცნობიერების ამაღლების კამპანიას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ის მოსახლეობა, რომლებიც შუახევი ჰესის საპროექტო არეალში ცხოვრობენ. სრულად  

ხე-ტყის მდგრადი გამოყენება და ენერგო ეფექტური შეშის ღუმელები

ხე-ტყის მდგრადი გამოყენებასა და ენერგო ეფექტური შეშის ღუმელების დამზადების შესახებ რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა სამიზნე თემებში. შეხვედრები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს ენერგო პოტენციალი, ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ენერგო ეფექტური ღუმელების დამზადება და ა.შ.  

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა

კომპანიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით 2015-2016წწ. კომპანიამ თანადააფინანსა ხულოს ფეხბურთის გუნდი „ხიხანი“.  

 

 

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com