კორპორაციული მართვა და ეთიკა

საქმიანობის განხორციელებაში  კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყველგან და ყოველთვის ხელმძღვანელობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შრომითი უფლებების დაცვისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის სულისკვეთებით. კომპანიის ურყევი გადაწყვეტილებაა სათანადო სამუშაო პირობების და კომპანიის ყველა თანამშრომლის მიერ სანიმუშო ურთიერთობებისა და ეთიკური პრინციპების პატივისცემის უზრუნველყოფა. კომპანია ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს, რომელთა გაცნობიერებასა და დანერგვაზე პასუხისმგებელია თითოეული თანამშრომელი:

  • პატიოსნება: ეთიკის პრინციპების შესაბამისად ქცევა, გამჭვირვალობა, ზნეობრივი სტანდარტების დაცვა, პასუხისმგებლობა და სანდოობა;
  • ვალდებულება: ყველა ძალ-ღონის და ენერგიის მიმართვა ჩვენი მიზნების მისაღწევად. ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, რათა შევასრულოთ ჩვენი დანაპირები;
  • გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა: გარემოსა და ადამიანების დაცვა და პატივისცემა; ჩვენი ვალდებულება პროექტის მდგრადი განვითარება;
  • გუნდური მუშაობა: საუკეთესო შედეგების მიღწევისკენ სწრაფვა ერთად მუშაობის გზით; ჩვენ დაუღალავად ვცდილობთ დადებითი ცვლილებების შეტანას წახალისების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით;
  • უსაფრთხოება: უსაფრთხოება არის ძირეული ღირებულება, რომელიც ბიზნესის მიზნების პრიორიტეტთა იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას.

პროექტის დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების დასაბალანსებლად, პროექტის ფარგლებში დაინერგა წესებისა და პრაქტიკის განსაზღვრული კომპლექტი.

გარემოსდაცვითი ვალდებულება

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პროექტის ფარგლებში საქმიანობის შედეგად გარემოსდაცვითი ზემოქმედების თავიდან აცილება ან შემცირება. გამოცდილი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალების დახმარებით, კომპანია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაიცვას გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციის იერარქიული სტრუქტურა (თავიდან აცილება, შემცირება, აღმოფხვრა, აღდგენა) და აღკვეთოს გარემოზე უმცირესი ნეგატიური ზეგავლენაც კი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კომპანიის სამშენებლო საქმიანობის შედეგად.

 შუახევის ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამ კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც შეფასებულია შესაძლო პირდაპირი და ირიბი ზემოქმედება, რომელიც დაგეგმილმა სამუშაოებმა შეიძლება იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალსა და კლიმატზე.

სოციალური ვალდებულება

შუახევის პროექტი არის პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოში, რომელიც პასუხობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს მიწის შესყიდვის, არანებაყოფლობითი განსახლებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სფეროებში. პროექტი შემუშავდა ისე, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სოციალური ზეგავლენის მინიმიზაცია და თავიდან აცილებული ყოფილიყო ფიზიკური განსახლება. შპს აჭარისწყალი ჯორჯიამ შეიმუშავა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელშიც აისახა ჩვენი, როგორც დეველოპერის, დაპირებები და პასუხისმგებლობები პროექტის ზეგავლენის სფეროში მოქცეულ ტერიტორიაზე გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვდომა პროექტის შესახებ ინფორმაციაზე და დროულად გაეცეს პასუხი ადგილობრივთა საჩივრებს, შპს აჭარისწყალი ჯორჯიამ ყველა შესაბამის მუნიციპალიტეტში დააარსა საჯარო ინფორმაციის ცენტრები.

 მშენებლობის ეტაპზე კომპანიამ განახორციელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის რამდენიმე პროექტი, რომელთა მიზანიცაა:

  • პროექტის განხორციელების ტერიტორიაზე პირობების გაუმჯობესება და ადგილობრივ დაინტერსებულ მხარეთა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირების მიერ პროექტიდან სარგებლის მიღების უზრუნველყოფა.
  • ადგილობრივ თემში ინვესტიციების უზრუნველყოფა პროექტთან დაკავშირებული ნეგატიური სოციალური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით.
  • პოზიტიური ურთიერთობების დამყარება შპს აჭარისწყალი ჯორჯიას და მოსახლეობას შორის და პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თემთან დაკავშირებით რისკების შემცირება.
ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულება

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ სათუთად უფრთხილდება პროექტში ჩართული ყველა თანამშრომლის კეთილდღეობას და აცნობიერებს, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეზე ზრუნვა პროექტის ვალდებულებაა. კომპანია უზრუნველყოფს პროექტში ჩართული პერსონალისა და სხვათა, – მათ შორის ფართო საზოგადოების, რომელზეც მშენებლობამ და ობიექტის ექსპლუატაციამ გავლენა შეიძლება იქონიოს, -ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სრულ დაცვას. უსაფრთხოება განხილულია, როგორც ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობა.

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com