შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს ქართული კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ – კონსორციუმი, რომლის მფლობელები არიან ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest AS და ინდური Tata Power. კომპანია დაარსდა აჭარის რეგიონში (საქართველო) მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით. შუახევის 187 მეგავატიანი პროექტის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს. შედეგად, ის გამოიმუშავებს სუფთა ენერგიის დაახლოებით 450 მილიონ კვტ/სთ, რითაც ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი ტონით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევას გარემოში. შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წლის მარტში დაიწყო.