ზოგადი მიმოხილვა

შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი პირველია მდ. აჭარისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადში. პროექტის მშენებლობა ხორციელდება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში და მისი დადგმული სიმძლავრე  187 მეგავატს შეადგენს (178 მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9,8-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით  და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

წყლის გადაქაჩვა მდინარე ჩირუხისწყალიდან სხალთის ხეობისკენ ხორციელდება სადერივაციო გვირაბის მეშვეობით. მდინარე სხალთაზე მოეწყო მცირე წყალსაცავი, რომლის მაქსიმალური ტევადობა შეადგენს 748 000 მ3-ს, ხოლო ზედაპირის ფართობი – 117 000 მ2, ასევე 18მ სიმაღლის ქვანაყარის კაშხალი. სხალთაზე ასევე აშენდა მცირე ელექტროსადგური (9 მეგავატი), რომელიც იყენებს მდინარე ჩირუხისწყლიდან მიწოდებულ წყალს. სხალთის ხეობიდან აჭარისწყალის ხეობაში წყლის გადაგდების მიზნით, სხალთასა და დიდაჭარას შორის აშენდა 9,3 კილომეტრის სიგრძისა და 5,2 მეტრის დიამეტრის სადერივაციო გვირაბი.

დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი მდებარეობს მდინარეების – აჭარისწყლისა და ღორჯომის შესართავის გასწვრივ. 52 მეტრის სიმაღლის ბეტონის კაშხლის წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 998 000 მ3-ს, ხოლო მისი ზედაპირის ფართობია 152 500 მ2. სადაწნეო გვირაბის წყალმიმღები განთავსებულია მდინარის  მარჯვენა სანაპიროზე. შუახევის ელექტროსადგურს წყალი მიეწოდება 17,8 კმ სიგრძის და 6,2 მ დიამეტრის მქონე მთავარი სადაწნეო გვირაბის მეშვეობით. ჯამში, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მოიცავს დაახლოებით 37,7 კმ სიგრძის გვირაბებს და გვირაბის 11 პორტალს.

შუახევი ჰესის შენობა მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროზე შუახევის მუნიციპალიტეტში. დაიდგა ორი გენერატორი ფრენსისის ტიპის ტურბინებით – თითოეულის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 89,3 მეგავატს. ელექტროსადგურის მარჯვნივ აშენდა 220 კვ სიმძლავრის ქვესადგური, რომლის მეშვეობით შუახევის ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ეროვნულ ელექტროქსელს 220 კვ ბათუმი-ახალციხის გადამცემი ხაზების გამოყენებით. 

178 მგვტ-იანი „შუახევი ჰესის“ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები  2017 წლის ივლისში დასრულდა და აგვისტოს დასაწყისში ჰესი  ექსპლუატაციაში შევიდა. „შუახევი ჰესი“ მზად იყო კომერციული ოპერირებისთვის, თუმცა გარკვეული დაზიანებები დაფიქსირდა პირველად, სხალთა-დიდაჭარის გადამცემ გვირაბში, ხოლო მოგვიანებით, მთავარ სადაწნეო გვირაბში. “შუახევი ჰესმა” კომერციული ოპერირება შეწყვიტა და დაზიანების შესწავლის მიზნით მოხდა გვირაბების წყლისგან დაცლა. განხორციელდა დეტალური საკვლევ-საძიებო სამუშაოების პროგრამა. იგი მოიცავდა გვირაბის ქანების ლაბორატორიულ ანალიზს, რათა განსაზღვრულიყო გვირაბის გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების ტიპი და მოცულობა. გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები წარმატებით ხორციელდება და იგი  2019 წლის მესამე კვარტლის ბოლოს დასრულდება, რის შემდგომაც ჰესი განაახლებს კომერციულ ოპერირებას.

პროექტის ტექნიკური მონაცემები
პროექტის კომპონენტები ძირითადი პარამეტრები
ჩირუხისწყლის დამბა სათაო ნაგებობა მდ. ჩირუხისწყალზე, ბეტონის დამბა 2 რადიალური ფარით წყალმოვრდნების სამართავად; სიმაღლე - 7მ
სადერივაციო გვირაბი გვირაბის სიგრძე – 6.3კმ; დიამეტრი - 4,2მ; გამტარიანობა - 10მ³/წმ
სხალთა ჰესი ჰესის შენობის ტიპი - მიწისქვეშა; დადგმული სიმძლავრე - 9 მგვტ; ტურბინის ტიპი - ფრენსის, რაოდენობა - 3 ერთეული (3 x 3 მგვტ)
სხალთის კაშხალი და წყალსაცავი კაშხლის ტიპი - ქვანაყარის კაშხალი; სიმაღლე - 17მ; წყალსაცავის ტიპი - სადღეღამისო რეგულირების
სხალთა-დიდაჭარის სადერივაციო გვირაბი გვირაბის სიგრძე - 9.2 კმ; დიამეტრი - 5.2მ; გამტარიანობა - 25მ³/წმ
დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი კაშხლის ტიპი - ბეტონის კაშხალი; სიმაღლე - 55მ; წყალსაცავის ტიპი - სადღეღამისო რეგულირების
დიდაჭარა-შუახევის სადაწნეო გვირაბი გვირაბის სიგრძე - 17.8კმ; დიამეტრი - 6.2მ; გამტარიანობა - 48მ³/წმ
შუახევი ჰესი ჰესის შენობის ტიპი - მიწისზედა; დადგმული სიმძლავრე - 178 მგვტ; წყლის ხარჯი - 48 მ³/წმ; ტურბინის ტიპი - ფრენსის, რაოდენობა - 2 ერთეული (2 x 87.5 მგვტ)

რუქა

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com