ზოგადი მიმოხილვა

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე ჰიდროენერგო პოტენციალის ათვისების მიზნით შეიქმნა. კომპანია წარმოადგენს ერთობლივ საწარმოს ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“, ინდური „ტატა ფაუერის“ და მსოფლიო ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), რომელიც მხარს უჭერს განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი პროექტებს  მისი ერთ-ერთი მხარის მეშვეობით.  

2013 წელს საქართველოს მთავრობამ შუახევი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა. პროექტი ითვალისწინებს187 მგვტ სიმძლავრის ორსაფეხურიანი კასკადის  მშენებლობას: 178მგვვტ-იანი „შუახევი ჰესი“ და 9.8მგვტ-იანი „სხალთა ჰესი“ შესაბამისი წყასაცავებითა და კაშხლებით მდ. აჭარისწყალსა და სხალთისწყალზე აშენდა, ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მოეწყო ხუთმეტრიანი დამბა. 

„შუახევი ჰესის“ პროექტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული სტარტეგიის ნაწილს. გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება საქართველოსა და თურქეთში და ხელს შეუწყობს ქვეყანამ შეამციროს ენერგოდამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. ინვესტიციას აქვს დადებითი ზეგავლენა საქართველოს ენერგოსექტორის გაძლიერებაზეც, რადგანად 220კვ-იანია „ბათუმი-ახალციხის“ ელეტროგადამცემი ხაზის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ელექტროკავშირი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. 

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ კორპორაციული მმართველობის და ბიზნესის წარმოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. მშენებლობის პერიოდში 700-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანიამ განახორციელა ფართომასშტაბიანი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესებას, შემოსავლების მომტანი ინიციატივების მხარდაჭერასა და განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს. კომპანია ყოველწლიურად იხდის ქონების გადასახადის 1%-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, რაც ხელს უწყობს მინიციპალური ბიუჯეტის გაზრდას. 

მფლობელები

კომპანიის მფლობელები/მეწილეები არიან „ქლინ ენერჯი ინვესტი“ (ნორვეგია), „ტატა ფაუერი“ (ინდოეთი) და საერთაშორის საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი. “ქლინ ენერჯი ინვესტი” საქართველოს ბაზარზე 2010 წელს შემოვიდა და მოიგო მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც სამი კომპანია მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიიღო მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობის ლიცენზია, 2011 წელს პროექტში ჩაერთო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ინდოეთის უმსხვილესი ინტეგრირებული ენერგოკომპანია „ტატა ფაუერი“ კონსორციუმს 2013 წელს შემოუერთდა. „ქლინ ენერჯი ინვესტი“ და „ტატა ფაუერი“ პროექტის 40% წილის მფლობელები არიან, ხოლო დარჩენილი  20%-ს ფლობს IFC. ინვესტიციის საერთო მოცულობა 420 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

მმართველობა

კომპანიას შემუშავებული აქვს გარკვეული წესები და პრაქტიკა, რომელიც პროექტის მფლობელთა ინტერესებს აბალანსებს. დირექტორთა საბჭო ზედამხედველობას უწევს პროექტის მიმდინარეობას და თითოეული მხარის წარმომადგენელთა საქმიანობას. მმართველთა კომიტეტი, რომელიც შედგება დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი წევრებისგან, ზედამხედველობას უწევს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტს. „შუახევი ჰესის“ პროექტს ხელმძღვანელობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

კრედიტორები

„შუახევი ჰესის“ პროექტს აფინანსებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა საერთაშორის საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB). პროექტი ხორციელდება საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. 

კონტრაქტორები

საერთაშორისო გარემოსდაცვით კონსულტანტად „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ბრიტანული საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდი“ შეარჩია, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად მოემზადებინა  პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების და ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმები. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ფაზაზე „მოტ მაკდონალს“ დახმარებას უწევდნენ ქართული საკონსულტაციო კომპანიები „გროს ენერჯი ჯრუფი“ და „გამა კონსალტინგი“

მშენებლობის ფაზაზე „მოტ მაკდონალდი“ ასევე შეირჩა მფლობელების საინჟინრო კომპანიად. სამოქალაქო-საინჟინრო სამუშაოების კონტარქტორად საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გაიმარჯვა თურქულმა კომპანიამ „აგე ინშაათი“, ხოლო „ალსტომ ინდია“ (ახლა ეწოდება GE Power) ელექტრო-მექანიკური სამუშაოების წარმოებისთვის შეირჩა. 

 

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com