ჩვენი პრიორიტეტია აჭარის რეგიონის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერა

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ურყევი გადაწყვეტილებაა მდგრადი სათემო განვითარების მხარდაჭერა ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის გზით. 2014 წელს კომპანიამ განახორციელა თავისი პირველი აქტივობები თემის მხარდასაჭერად, რომელთა ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა რეგიონულ განვითარებაზე ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით. მოგვიანებით „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გააფართოვა სოციალური აქტივობების მასშტაბი და ყურადღება გაამახვილა უფრო გრძელვადიან პროექტებზე.

სოციალური პროექტების განხორციელებით შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ცდილობს საქმიანობის სოციალური ლიცენზიის მოპოვებას და ადგილობრივ მოსახლეობასთან პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობების დაგეგმვამდე კომპანიამ განახორციელა საჭიროებათა შეფასების გამოკითხვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებულ ადგილობრივ მოსახლეობაში. ამ გამოკითხვის მიზანი იყო არსებული პრობლემების დადგენა და სოციალური პროგრამების შემუშავება ადგილობრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირების უზრუნველსაყოფად. გამოკითხვის შედეგების საფუძველზე კომპანიამ გამოყო სამი პრიორიტეტული მიმართულება:

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com