კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან შუახევი ჰესის არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაზარდონ მათი ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შუახევის საჯარო სკოლას ესტუმრენ.