Tag Archives: კომპანიის განცხადება

კომპანიის განცხადება მდინარეში თევზის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ეხმაურება ხულოსა და შუახევის მოსახლეობის წუხილს მდინარე აჭარისწყალში თევზის რაოდენობის შემცირების თაობაზე. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენი კომპანია 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს მდინარის ჰაპიტატების, კერძოდ თევზების და წყლის მაკროუხერხემლოების კვლევასა და მონიტორინგს. მონიტორინგი ხორციელდება 15 სადგურზე, წელიწადში 4-ჯერ როგორც მდინარის წყალმცირობის, ასევე წყალუხვობის პერიოდში. მონიტორინგი ითვალისწინებს კამერალურ კვლევებს, საველე კვლევებს, მოპოვებული მასალის ლაბორატორიულ […]

კომპანიის განცხადება გვირაბების ინსპექტირებასთან დაკავშირებით

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს შუახევი ჰესის გვირაბების დათვალიერებას. კომპანიის ტექნიკური გუნდი, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექპერტებთან ერთად ახდენენ ყველა ობიექტის ინსპექტირებას. პარალელურად, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოებიც, რათა მოხდეს გვირაბის ყველა ნაწილში შესვლა და სრულყოფილი დათვალიერება. ამიტომაც, გვირაბის შესასვლელებთან პერსონალის მოძრაობა დაკავშირებულია გვირაბიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებთან, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. რაც შეეხება სხალთა-დიდაჭარის გვირაბს, დათვალიერების […]

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განცხადება „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემ გვირაბთან დაკავშირებით

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ განცხადებით „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებს შუახევი ჰესის მუშაობას, რომელიც უკვე მზადაა კომერციული ოპერირებისთვის. გვირაბის ეს მონაკვეთი დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს, გვირაბის გამოსასვლელიდან 170მ-ის დაშორებით მდებარეობს. კომპანიის ტექნიკური გუნდი,  კონსულტანტებთან და ექსპერტებთან ერთად იკვლევენ გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს. ჩაკეტილი მონაკვეთის გასწვრივ არ მდებარეობს საცხოვრებელი სახლები, გვირაბი ღმად მიწის ქანებში გადის და […]

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პრაშანტ ჯოში უხელმძღვანელებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ასრულებს და ოპერირებისთვის ემზადება. ოპერირების ეტაპიდან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს  რონი სოლბერგს,  რომელიც  წარმოადგენდა  ნორვეგიულ  Clean Energy Invest-ს, ცვლის ინდური კომპანია TATA Power-ის წარმომადგენელი პრაშანტ ჯოში. პრაშანტ ჯოში 23 წელია TATA Power-ში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობს.  მისი წარმატებული კარიერა 72 მეგავატი სიმძლავრის „კოპოლი ჰესის“ პროექტით დაიწყო. პრაშანტ ჯოში მართავდა მნიშვნელოვან, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო პროექტებს: ავტომატიზაციის, […]

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com