Tag Archives: კორპორაციულისოციალურიპასუხისმგებლობა

„აჭარისწყალი ჯორჯია“ სასკოლო საგრანტო კონკურსს აცხადებს

„აჭარისწყალი ჯორჯია“ კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აცხადებს სასკოლო საგრანტო კონკურსს ზუსტი და საბუნებისმეტყველო  განათლების ხელშეწყობის მიზნით. კონკურსის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერებების სხვადასხვა დარგში, ასევე მათი წახალისება და დაინტერესება, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით წარმოჩენა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო და კერძო […]

შუახევი ჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 20 სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ კომპანიაში სტაჟირება გაიაროს. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები გადაადგილდებიან სხვადასხვა ობიექტებზე: ელექტროსადგური, კაშხლები, წყალმიმღები, იმუშავებენ ელექტრომექანიკური განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ.  სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს, იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე, შეისწავლიან უსაფრთხოების საკითხებს,  შეძლებენ თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის […]

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობას სამომავლოდაც განიხილავს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა ნინო დიასამიძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კომპანიამ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ  2016 წლიდან დაიწყო. ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ გოდერძის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და განითარება 100 000 დოლარით დააფინანსა.  გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის […]

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ ბიზნეს პროექტები დააფინანსა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ თემების მხარდაჭერის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური პროექტები დააფინანსა. სოფელ ჩანჩხალოში დაფინანსდა 18 მცირე ბიზნეს პროექტი, ხოლო სოფელ ყინჩაურში 9. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება  საქმიანობის სფეროს მიხედვით : საოჯახო სასტუმროები, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და ა.შ.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტიპენდიები გასცა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ოთხი სტუდენტისთვის სტიპენდია გასცა. ირინა ქამადაძე, ლინდა ბარამიძე, მარიამ შაინიძე და სალომე სურმანიძე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე მიიღებენ კომპანიის მიერ გამოყოფილ სტიპენდიას.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკო-განათლების პოპულარიზაცია და  ტურიზმის განვითარება. გოდერძის ალპური ბაღის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების […]

შუახევი ჰესის ინვესტიცია ადგილობრივი სტუდენტების განათლებაში

დღეს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში, შუახევი ჰესის პროექტის მიერ, საგანმანათლებო პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა. ,,შუახევი ჰესის პროექტი უკვე მეხუთე წელია რაც სტუდენტების განათლების მიღებას აფინანსებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტბში.  ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო თითოეული მათგანისგან მოგვესმინა: რა გეგმები აქვთ, ჩვენმა ფინანსურმა მხარდაჭერამ რა როლი იქონია მათ წარმატებაში, რას გვირჩევდნენ რომ დაფინანსების […]

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com