სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით
თარიღი: 2011-07-05

„ქლინ ენერჯი გრუფმა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის“ შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  შეხვდრის მიზანი იყო მოქმედი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების  ინფორმირება პროექტის საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე.