მფლობელები

ჯგუფი Clean Energy Invest AS წარმოადგენს ნორვეგიულ კომპანიას, რომელიც მდინარე აჭარისწყლის და მისი შენაკადების ჰიდრო-ენერგო პოტენციალის ათვისების მიზნით შეიქმნა. Clean Energy Invest AS ქართულ ენერგო ბაზარზე  2010 წელს შემოვიდა.  კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატენდერო წინადადების მომზადება, მიზანშეწონილობის შესწავლა, გარემოზე ზეგავლენის შეფასების კვლევის მომზადება, მშენებლობის ნებართვა, სატენდერო პროექტის მომზადება, დაფინანსების მოპოვება, მშენებლობა და ოპერირება. დაატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ. გვერდზე www.cleanenergygroup.no 

 

 

Tata Power ინდოეთის უდიდესი ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სულ უფრო მეტად აფართოებს საკუთარ როლს საერთაშორისო მასშტაბით. კომპანიამ თავის შვილობილ საწარმოებთან და ერთობლივად კოტროლირებულ დანაყოფებთან ერთად  მიაღწია 8,613 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს ინდოეთში და წარმოდგენილია ენერგოსექტორის ყველა სეგმენტში. ტექნოლოგიური ლიდერობის ხანგრძლივი გამოცდილებით, პროექტის განხორციელების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით, მომხმარებელზე ზრუნვით და ეკოლოგიურად უსაფრთხო ინიციატივების დანერგვით Tata Power-მა მიაღწია მნიშვნელოვან ზრდას და მომავალი თაობების ცხოვრების გაუმჯობესება დაისახა მიზნად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: www.tatapower.com

 

 

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა წვლილი შევიტანოთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში და კეთილდღეობის ამაღლებაში. 2014 ფინანსურ წელს, ჩვენმა ინვესტიციებმა 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩვენს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org