კრედიტორები

აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისი მანილაში მდებარეობს. ბანკის მიზანია აზიაში და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, გარემოსთვის უსაფრთხო ეკონომიკური ზრდის და რეგიონული ინტეგრაციის საშუალებით. ბანკი 1966 წელს დაარსდა, მას 67 დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაგან  48 ამ რეგიონის წარმომადგენელია. 2013 წელს ADB-ის დახმარებამ 21 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა 6.6 მლრდ. აშშ დოლარიანი თანადაფინანსების ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ www.adb.org 

 

 


ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებს ინვესტიციებს ისეთ პროექტებში, რომლებიც ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად 30-ზე მეტ ქვეყანაში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სამხრეთით და აღმოსავლეთით. კერძო სექტორთან თანამშრომლობით ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს პროექტებში, ვმონაწილეობთ დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებულ დიალოგში და ვუწევთ კონსულტაციებს, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციას და მდგრადი და ღია საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას. ჩვენს ყველა საქმიანობაში ჩვენ ვიცავთ მდგრადობის და კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ www.ebrd.org

 

 

 

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა წვლილი შევიტანოთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში და კეთილდღეობის ამაღლებაში. 2014 ფინანსურ წელს, ჩვენმა ინვესტიციებმა 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩვენს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.ifc.org