პროექტის სქემა

პროექტის სქემა

პროექტი მდებარეობს მდ. აჭარისწყლისა და მისი შენაკადების გასწვრივ. მიწის სამუშაოების, ტოპოგრაფიული მდგომარეობისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევის შედეგად შემუშავდა პროექტის საბოლოო სქემა. 

შუახევიჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას, საერთო დადგმული სიმძლავრით 187 მგვტ. მდ. აჭარისწყალზე, მდ. სხალთასა და მდ. ჩირუხისწყალზე მოეწყო ორი კაშხალი, შესაბამისი წყალსაცავებით და ერთი დამბით. დერივაცია ხორციელდება სადერივაციო გვირაბების საშუალებით. მცირე სიმძლავრის ძალური კვანძი (5,8მგვტ) განთავსებულია სხალთის კაშხლის ზედა ბიეფში, ხოლო ძირითადი ძალური კვანძი კი მოეწყო დაბა შუახევის სიახლოვეს, კერძოდ მდ. აჭარისწყლისა და მდ. ჭვანისწყლის შესართავის ზემო ნაწილში.