![]() |
სხალთის კაშხალიმდინარე აჭარისწყლის ხეობაში წყლის განაწილების მიზნით მდინარე სხალთაზე 18 მეტრი სიმაღლის ქვის კაშხალი მოეწყო. რეზერვუარის მაქსიმალური მოცულობა დაახლოებით 748,000 მ3-ია 117,000 მ2 მიწისზედა ფართობით. სადერივაციო/წყალგადასაშვები გვირაბი და ნაგებობა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მოეწყო. მდინარე აჭარისწყალზე წყლის გადასაცემად 9.1x 5.2 მ დიამეტრის მქონე გადამცემი გვირაბი გამოიყენება. დიდაჭარის კაშხალიშუახევის ელექტროსადგურს წყალი დიდაჭარის კაშხალის/წყალსაცავის მეშვეობით მიეწოდება, რომელიც გათავსდა მდინარეების აჭარისწყალისა და ღორჯომის შესართავთან. ბეტონის კაშხალის სიმღლეა 52 მეტრი. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998,000 მ3 წარმოადგენს 152,500 მ2 მიწისზედა ფართობით. წყლის აღება ხორციელდება მარცხენა სანაპიროზე ზედა ბიეიფიდან. შუახევის ელექტროსადგურზე წყლის გადასაცემად გამოყენებულია 16.7 კმ სიგრძის x 6.2 მ დიამეტრის გადამცემი გვირაბი. |
კაშხლები

ჩვენ შესახებ
პროექტები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
საქართველო, ბათუმი 6010
ი. აბაშიძის ქ. 6
ტელ: 0422 27 12 17
info@agl.com.ge