ძალური კვანძი

ძალური კვანძი

შუახევიჰესის ძალური კვანძის მოწყობა დაგეგმილია მდინარე აჭარისწყლისა და მდ. ჭვანისწყლის შესართავის ზემოთ დინების საწინააღმდეგო მიმართლებით, მდ. აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროზე. ძალური კვანძის შემადგენლობაში იქნება მიწისზედა სადაწნეო სისტემა, ჰესის შენობა (59x54მ), ნამუშევარი წყლის გამყვანი არხი და გარე ქვესადგურით მოხდება პროექტის მიერთება 220კვ-იანი ბათუმი-ახალციხის გადამცემი ხაზზე.

ჰესის შენობის სამანქანო დარბაზში დამონტაჟებული იქნება 2 ერთეულის ფრენსის (Francis) ტიპის ჰიდროაგრეგატი თითოეული 89,3 მვტ დადგმული სიმღლავრით.

ჰესის შენობის მარჯვენა მხარეს განთავსდება 220 კვ ძაბვის ქვესადგური (ტერიტორიის ზომები 55x20მ), საიდანაც ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სახელმწიფო ენერგოსისტემაში მიწოდება მოხდება 220 კვ ძაბვის საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით.