მდგრადობა

მდგრადობა

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიასთვის" მდგრადობა პროექტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს აჭარისწყლის ხეობის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ბუნებაზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება.

პროექტის განმახორციელებელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების კუთხით დადებითი ზეგავლენა იქონიოს. 

  • მშენებლობის ფაზაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნა სამუშაო ადგილები.  
  • ექსპლუატაციის ფაზაზე შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები ჰიდროელექტროსადგურების ოპერირებისა და ტექმომსახურებისთვის;
  • ქონებაზე დაწესებული გადასახადის გადახდით პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აჭარისწყლის აუზში მდებარე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში;
  • პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის მესაკუთრეებთან ურთიერთობის დარეგულირება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად;
  • პროექტი წარმოადგენს პირველ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს საქართველოში, რომელმაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მიერ „სუფთა განვითარების მექანიზმი-“ს აკრედიტაცია მიიღო. პროექტი შეამცირებს სათბურის აირის, კერძოდ ნახშიროჟანგის (CO2) ემისიას წელიწადში 500,000 ტონით.