სიახლეები
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განცხადება „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემ გვირაბთან დაკავშირებით
თარიღი: 2017-08-31

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ განცხადებით „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებს შუახევი ჰესის მუშაობას, რომელიც უკვე მზადაა კომერციული ოპერირებისთვის. გვირაბის ეს მონაკვეთი დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს, გვირაბის გამოსასვლელიდან 170მ-ის დაშორებით მდებარეობს.

კომპანიის ტექნიკური გუნდი,  კონსულტანტებთან და ექსპერტებთან ერთად იკვლევენ გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს.

ჩაკეტილი მონაკვეთის გასწვრივ არ მდებარეობს საცხოვრებელი სახლები, გვირაბი ღმად მიწის ქანებში გადის და ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება.