სიახლეები
ხეების დარგვის აქცია
თარიღი: 2017-12-19

18 დეკემბერს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა შუახევი ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანასა და ასევე კომპანიის თანამშრომელთა გუნდურობის ჩამოყალიბებას.   

„აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა სხავდასხვა ადგილობრივი ჯიშების ნერგები დარგეს, როგორიცაა მუხა, კაკალი, ფიჭვი და ა.შ. ჯამში 70 ნერგი.

კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.