სიახლეები
World Vision-ის წარმომადგენლები შუახევიჰესს ეწვივნენ
თარიღი: 2018-01-17

„აჭარისწყალი ჯორჯია“-ს სოციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. სტუმრებმა ასევე შუახევის ჰიდროელექტროსადგურიც დაათვალიერეს.

არასამთვარობო ორგანიზაციის და „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ფრიდონ ფუტკარაძესაც შეხვდნენ, სადაც განიხილეს შშმ პირთა პრობლემები რეგიონში და შშმ პირთათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის, კერძოდ კადრების გადამზადება - დასაქმების საკითხიც. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშნებლობაც დაათვალიერეს.