შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი პირველია მდ. აჭარისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადში. პროექტის მშენებლობა ხორციელდება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში და მისი დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატს შეადგენს (178 მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9,8-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.
წყლის გადაქაჩვა მდინარე ჩირუხისწყალიდან სხალთის ხეობისკენ ხორციელდება სადერივაციო გვირაბის მეშვეობით. მდინარე სხალთაზე მოეწყო მცირე წყალსაცავი, რომლის მაქსიმალური ტევადობა შეადგენს 748 000 მ3-ს, ხოლო ზედაპირის ფართობი – 117 000 მ2, ასევე 18მ სიმაღლის ქვანაყარის კაშხალი. სხალთაზე ასევე აშენდა მცირე ელექტროსადგური (9 მეგავატი), რომელიც იყენებს მდინარე ჩირუხისწყლიდან მიწოდებულ წყალს. სხალთის ხეობიდან აჭარისწყალის ხეობაში წყლის გადაგდების მიზნით, სხალთასა და დიდაჭარას შორის აშენდა 9,3 კილომეტრის სიგრძისა და 5,2 მეტრის დიამეტრის სადერივაციო გვირაბი.
დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი მდებარეობს მდინარეების – აჭარისწყლისა და ღორჯომის შესართავის გასწვრივ. 52 მეტრის სიმაღლის ბეტონის კაშხლის წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 998 000 მ3-ს, ხოლო მისი ზედაპირის ფართობია 152 500 მ2. სადაწნეო გვირაბის წყალმიმღები განთავსებულია მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. შუახევის ელექტროსადგურს წყალი მიეწოდება 17,8 კმ სიგრძის და 6,2 მ დიამეტრის მქონე მთავარი სადაწნეო გვირაბის მეშვეობით. ჯამში, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მოიცავს დაახლოებით 37,7 კმ სიგრძის გვირაბებს და გვირაბის 11 პორტალს.
შუახევი ჰესის შენობა მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროზე შუახევის მუნიციპალიტეტში. დაიდგა ორი გენერატორი ფრენსისის ტიპის ტურბინებით – თითოეულის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 89,3 მეგავატს. ელექტროსადგურის მარჯვნივ აშენდა 220 კვ სიმძლავრის ქვესადგური, რომლის მეშვეობით შუახევის ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ეროვნულ ელექტროქსელს 220 კვ ბათუმი-ახალციხის გადამცემი ხაზების გამოყენებით.
178 მგვტ-იანი შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წლის მარტში დაიწყო, ხოლო 9 მეგავატიანი სხალთა ჰესის ოპერირება ზაფხულის ბოლოს იგეგმება.