,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ირაკლი ხაბეიშვილი ფინანსური დირექტორის პოზიციაზე უერთდება
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად ირაკლი ხაბეიშვილი დაინიშნა. ირაკლი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსპექტივის გათვალისწინებით, კომპანიაში ფინანსების სფეროში დიდი გამოცდილებით მოდის. ის დიდ მულტინაციონალურ კომპანიებში აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობდა, როგორიცაა მათ შორის McDonald’s, Archimedes Global და IRAO – ვენის სადაზღვევო ჯგუფი. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა Deloitte & Touche და Austin Commercial, აშშ-ში.