სიახლეები

ქლინ ენერჯი გრუფის გამოხმაურება ambebi.ge-ს სტატიასთან დაკავშირებით

2011 წლის 7 ოქტომბერს ქართულ საინფორმაციო ინტერნეტ  პორტალზე ambebi.ge გამოქვეყნდა ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორთან ქ-ონ მანანა ქოჩლაძესთან. სტატია ეხება საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმას, კერძოდ დიდი კაშხლების მშენებლობასა და მათ ზეგავლენას გარემოზე.

ქ-ნი მანანა ქოჩლაძის განცხადებით, მდ. აჭარისწყალზე 4 ჰესის მშენებლობის გამო მიწის ნაკვეთების დათმობა მოუწევს 230 ოაჯახს, შედეგად ისინი დაკარგავენ სახნავ-სათესებსა და შემოსავლის წყაროს. გარდა ამისა, „მდინარეში წყლის დინების შემცირებას სირთულეები, ეკოლოგიური ბალანსის რღვევა მოჰყვება“- ნათქვამია სტატიაში.

„აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის (ფიზიბილითის) ფაზაშია, რომლის საბოლოო დიზაინი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პროექტის მნიშვნელოვან საკითხს სწორედ ბუნებრივ და სოციალური გარემოზე ზეგავლენის შესწავლა წარმოადგენს, რომელშიც ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულნი.

პროექტის ბუნებრივ და სოციალური გარემოს სკოპინგის დოკუმენტის მიხედვით, პროექტი არ ითვალისწინებს მოსახლეობის ფიზიკურ ან ეკონომიკურ განსახლებას. ჩვენი წინასწარი შეფასებით, პროექტის ზონაში მოქცეული მიწის ნაკვეთების უმრავლესობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ის მიწის მესაკუთრეები კი (დაახლოებით 50 ოჯახი) რომელთა მიწის ნაკვეთები მოხვდება პროექტის განხორციელების არეალში მიიღებენ კომპენსაციას საქართველოსა და მსოფლიო ბანკის სტანდარტების მიხედვით.

რაც შეეხება ეკოლოგიურ ხარჯს, ექსპერტთა ჯგუფი ამჟამად ამ საკითხზე მუშაობს და მათი საბოლოო რეკომენდაცია დამყარებული იქნება საჭიროებათა შესწავლის შედეგებზე. დაგეგმილი დიზაინი ითვალისწინებს მდინარის ნატანის შენარჩუნებას კაშხლების გამრეცხების გამოყენებით. გამრეცხები ნატანის შენარჩუნების მხრივ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა სხვა პროექტებში.

„აჭარისწყლის ჰიდროენერგო“ პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივას იძლევა, ის ხელს შეუწყობს მუნიცპალიტეტებში შემოსავლის ზრდას, გააუმჯობესებს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას და შეამცირებს სათბური აირების ემისიას.

„მოტ მაკდონალდმა“ აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის დიზაინი წარადგინა

ბრიტანულმა საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალმა” სპონსორებს აჭარისწყლის ჰიდროენერგო კასკადის პროექტის დიზაინი წარუდგინა განსახილველად. აღნიშნული დიზაინი ითვალისწინებს მდ. აჭარისწყალზე 3 ჰესის მშენებლობას, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 395 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 1220 გვტ/სთ. მშენებლობის ღირებულება 708 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ქლინ ენერჯი გრუფი” და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განიხილავენ პროექტის დიზაინს. ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ანგარიში შემუშავდება აღნიშნული დიზაინის მიხედვით. 2012 წლის თებერვლის ბოლოს ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში წარედგინება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

 

საინფორმაციო შეხვედრა აჭარისწყლის ჰიდროენერგო კასკადის პროექტის შესახებ

2011 წლის 1 სექტემბერს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფმა“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო აჭარისწყლის კასკადის შემუშავების ადრეულ ეტაპზე პროექტის წარდგენა და გაცნობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

შეხვედრა გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ წამალაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ჰიდროენერგეტიკული პროექტის მნიშვნელობას აჭარის ეკონომიკის განვითარებისთვის. პროექტის დირექტორმა ბიორნ ბრანდზაგმა ისაუბრა პროექტის სქემასა და სამომავლო გეგმებზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების გუნდმა „გამა კონსალტინგმა“ წარადგინა პროექტის წინასწარი შეფასება და გზშ-ს კვლევის ჩატარების გეგმები. ბოლოს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მთავარმა სპეციალისტმა გარემოს საკითხებში აკირა ტანაბემ წარადგინა IFC-ის ჩართულობა პროექტში და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროექტი.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ  ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა,“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა,“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„ქლინ ენერჯი გრუფი“ საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

„ქლინ ენერჯი გრუფი“ მოსახლეობასთან მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროექტის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. მოსახლეობასთან შეხვედრას წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, რომელიც 14 ივნისს ჩატარდა.

პირველი შეხვედრები 19 და 20 ივლისს გაიმართება. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იმ მოსალოდნენ ზეგავლენებზე, რომელიც შესაძლოა პროექტმა იქონიოს ადგილობრივ ეკოსისტემაზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველ სამუშაო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება შეხვედრების შედეგად მიღებული შენიშვნები.

ბრიტანული კომპანია „მოტ მაკდონალდი“ და ქართული კომპანია „გამა კონსალტინგი“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შერჩეულ იქნენ კონსულტანტებად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესასწავლად.

19 ივლისს საჯარო შეხვედრები ჩატარდება ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 20 ივლისს – ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

აჭარისწყლის ჰიდროენერგეტიკული პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები დაიწყო

კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფმა“ მისი შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალის“ მეშვეობით ხელი მოაწერა სამ კომპანიასთან აჭარისწყლის ხეობაში საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად.

შესწავლა ივლისიდან ნოემბრამდე გაგრძელდება.

ბრიტანული საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდი“ საკვლევ სამუშაოებს გაუწევს ზედამხედველობას.

არქივები
Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com