სიახლეები

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ ბიზნეს პროექტები დააფინანსა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ თემების მხარდაჭერის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური პროექტები დააფინანსა.

სოფელ ჩანჩხალოში დაფინანსდა 18 მცირე ბიზნეს პროექტი, ხოლო სოფელ ყინჩაურში 9. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება  საქმიანობის სფეროს მიხედვით : საოჯახო სასტუმროები, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და ა.შ.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ განცხადება

გავეცანით სოციალურ მედიაში გავრცელებულ გამოხმაურებას საქართველოში  ნორვეგიის სამეფოს ელჩის ჰელენ სანდ ანდერსენის ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლის შესახებ.  გამოხმაურება შეიცავს არასწორ ფაქტებს, მოსაზრებებს და უბრალოდ მცდარ ინფორმაციას, რაც მთლიანად სპეკულატიურ ჭრილში წარმოადგენს “შუახევი ჰესის” პროექტს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა ელექტროგენერაციის მიმართულებით.   ,,შუახევი ჰესს’’ უკვე წელიწადზე მეტია, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების და იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების პროცესში. 2020 წლის დასაწყისიდან ,,შუახევი ჰესი’’ მუშაობს ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე  და წლის მანძილზე გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ უკვე შეადგინა 300 მილიონი კილოვატ საათი.

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა. ენერგო სექტორში რაკეშ ნაიკის წარმატებული კარიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან TATA POWER-თან არის დაკავშირებული. თავდაპირველად ის შუახევი ჰესის პროექტს შემოუერთდა, როგორც ოპერირების დირექტორი, 2020 წლის შემოდგომიდან კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

რაკეშ ნაიკმა უზრუნველყო შუახევი ჰესის წარმატებით და ტექნიკური გამოწვევების გარეშე ექსპლუატაციაში გაშვება. ჰესის ოპერირების ფაზაზე, იგი მართავს საოპერაციო, უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ პროცესებს. მისი სურვილია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სოციალური და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის საკითხები.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტიპენდიები გასცა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ოთხი სტუდენტისთვის სტიპენდია გასცა.

ირინა ქამადაძე, ლინდა ბარამიძე, მარიამ შაინიძე და სალომე სურმანიძე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე მიიღებენ კომპანიის მიერ გამოყოფილ სტიპენდიას.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკო-განათლების პოპულარიზაცია და  ტურიზმის განვითარება. გოდერძის ალპური ბაღის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა. პროექტს მხარს უჭერენ: „აჭარისწყალი ჯორჯია“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ბაღის განვითარების ტექნიკური მხარდამჭერები არიან მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day – WED) ყოველ წელს 5 ივნისს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 1972 წელს დააწესა და მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის და ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. მიმდინარე წლის თემად ბიომრავალფეროვნება დასახელდა. ამ დღესთან დაკავშირებით კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში ხეები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე და სუფთა გარემოს შექმნაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევი ჰესი დაათვალიერეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შუახევი ჰესი დაათვალიერეს.

,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა. შუახევი ჰესის მსგავსი სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, შუახევის ელექტრო სადგურის დათვალიერების შემდგომ.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ განცხადება დიდაჭარის კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

გვინდა განმარტება გავაკეთოთ, ერთ-ერთი ადგილობრივი ოლიან მედია საშუალების მიერ,  დიდაჭრის კაშხლის ვიდეო მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რომელმაც გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოების ნაწილში და სრულიად უსაფუძვლოდ მიაყენა ზიანი პროექტის რეპუტაციას.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’  სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ 52 მეტრი სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსადრთხო ნაგებობაა, რომლის მშენებლობაც ქართული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

დიდაჭარის კაშხალის მშენებლობა 2017 წლის დასაწყისში დასრულდა და მას შემდეგ ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს.  კაშხლის სხვადასხვა სექციის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ StopCovid19-ის ფარგლებში აჭარის რეგიონის მხარდაჭერას აგრძელებს

23 აპრილს, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ ადგილობრივ თვითთმართველობებთან თანამშრომლობით, შუახევი ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობის და საკვები პროდუქტების მიწოდება დაიწყო. კომპანიის მხარდამჭერის პროგრამა შეეხება ხულოსა და შუახევში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ჯამურად მოიცავს თოთხმეტ სოფელს: ჩანჩხალო, დიდაჭარა, დიაკონიძეები, ოქრუაშვილები, მახალაკიძეები, ახალდაბა, წაბლანა, წაბლიანი, კვატია, ღურტა, პაქსაძეები, გელაძეები, ვაშლოვანი და ყინჩაური.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელების პირველივე ეტაპზე ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახლად გახსნილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფაში.

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ენერგო პროექტი – შუახევი ჰესი ოპერირებაში შევიდა. პირველ ეტაპზე გაეშვა 178 მეგავატი სიმძლავრის შუახევიჰესი, ხოლო 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესის ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

შუახევიჰესის ჰესების კასკადი  წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან  ენერგო პროექტს, რომელიც  ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა.

შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სტ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.

განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, როგორიც არის მზის და ქარის ელექტროსადგურები, შუახევიჰესი  ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში.

არქივები
Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com