სიახლეები

კომპანია აჭარისწალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირეტორი Gncold-ის ყოველწლიურ კონფერენცია დაესწრო

„საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, 28 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ყოველწლიური კონფერენცია – მოწინავე მიდგომები კაშხლების უსაფრთხოებისათვის გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების მიმართულებით მომუშავე კომპანიებმა,  მათ შორის შვეიცარულმა შტუკიმ, იტალიურმა ტუნელ კონსულტინგმა, ეუროკოსმა და ესპანეთის მაღალი კაშხლების კომიტეტის წარმომადგენლებმა.

,,კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია ხელმძღვანელობს მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხოების ყველაზე მაღალი სტანდარტებით. გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ საფუძვლინად და სიღრმისეულად შევისწვლეთ ახალი ტექნოლოგიები.   შევიმუშავეთ უსაფრთხოების მართვის სისტემა რაც მოიცავს უსაფრთხოების ეფექტურობის ანალიზს, ჩავატარეთ ყოვლისმომცველი გეოლოგიური კვლევები,  ვახორციელებთ გვირაბების ინტენსიურ ინსპექტირებას და დავნერგეთ  გვირაბების მონიტორინგის სისტემა უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. დიზაინის ცვლილება განხორციელდა გარემოსა და სოციალური საკითხების გათვალისწინებით”- განაცხადა პრაშანტ ჯოშმა, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ და აჭარის მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დღეს, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და  სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აჭარიწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი ენერგეტიკის კვირეულს დაესწრო

27 იანვარს, სასტუმრო შერატონ თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმს – საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში დაესწრო. საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებთან პრაშანტ ჯოშმა ისაუბრა ქართული ენერგო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, შუახევი ჰესის შესახებ.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის და საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.

საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება

„აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან „შუახევი ჰესის“ ოპერირებაში შესვლასთან დაკავშირებით. 27 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა მახალაკიძეების საჯარო სკოლაში რაბათის უბნის მაცხოვრებლებთან. შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია კაშხლის, წყალსაცავების და ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების შესახებ. ასევე ისაუბრეს იმ ამკრძალავი ნიშნების შესახებ, რომლებიც განთავსდება კაშხლის ქვედა ბიეფში. მოსახლეობა დაინტერესდა ჰესის ექსპლუატაციის დროს თუ რა რაოდენობის ეკოლოგიური ხარჯი დარჩება მდინარეში, კომპანიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მდინარეში ყველაზე მცირე მოდინების დროსაც შენარჩუნდება სანიტარული ხარჯი, რაც აუცილებელი იქნება ადგილობრივი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად.

სამუშაო შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხოების ზომების გაცნობა, რომელსაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ახორციელებს.

პრაშანტ ჯოში ჰიდროენერგო ფორუმს დაესწრო

დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ საერთაშორისო ჰიდროენერგო ფორუმს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში დაესწრო. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ჰიდროენერგო სექტორის განვითარების პროცესში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.

,,საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განავითაროს ჰიდროენერგო რესურსი და გაზარდოს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება. ამავდროულად მნიშვნელოვანია ყველა ენერგო პროექტი განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების, როგორიც არის მთავრობა, არასამთვრობო სექტორი, ადგილობრივი  მოსახლეობა, მედია აქტიური ჩართულობით. ძალიან მისასალმებელია რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე აქტიურია საქართველოში, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველა საკითხზე სასუბროდ. რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, მიმაჩნია სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის ფილოსოფია რომლის განხორციელებაც ყველა ენერგო პროექტის საქმიანობის ნაწილი უნდა იყოს.“

ღონისძიება თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენეგეტიკის განვითარების ფონდის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ენერგო საექტორის წარმომადგენლები.

ჰესის ოპერირების უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან

„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჰესის ოპერირების უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. პირველი შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენლება მიაწოდეს ინფორმაცია კაშხლის, წყალსაცავისა და ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების შესახებ. ისაუბრეს იმ აკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, რომელბიც განთავსდება კაშხლის ქვედა ბიეფში მდინარის კალაპოტში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და კომპანიის თანამშრომლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ასევე სოფ. ხიჭაურის მოსახლეობასთან. მსგავს შეხვედრებს კომპანია მომავალშიც გეგმავს და მოიცავს ყველა სოფელს, რომელიც ჰესის ოპერირების არეალშია მოქცეული.

შუახევი ჰესი ელექტროენერგიის გამომუსავებას 2020 წელს დაიწყებს. მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატიანი სხალთა ჰესის გაშვება, ხოლო მომავალ წელს – შუახევი ჰესი მთლიანი დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში.

შუახევი ჰესის ინვესტიცია ადგილობრივი სტუდენტების განათლებაში

დღეს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში, შუახევი ჰესის პროექტის მიერ, საგანმანათლებო პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა.

,,შუახევი ჰესის პროექტი უკვე მეხუთე წელია რაც სტუდენტების განათლების მიღებას აფინანსებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტბში.  ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო თითოეული მათგანისგან მოგვესმინა: რა გეგმები აქვთ, ჩვენმა ფინანსურმა მხარდაჭერამ რა როლი იქონია მათ წარმატებაში, რას გვირჩევდნენ რომ დაფინანსების კუთხით შეგვეცვალა ან რა სახის საგანმანათლებლო პროექტებისთვის დაგვეჭირა მხარი სამომავლოდ, ვფიქრობ საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა“ – განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

შუახევი ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2020 წელს დაიწყებს

შუახევი ჰესი სატესტო ოპერირებისთვის ემზადება. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატი სიმძლავრის სხალთა ჰესის სატესტო რეჟიმში ოპერირების დაწყება, 2020 წლის დასაწყისში 178 მეგავატი სიმძლავრის შუახევი ჰესის ელექტროსადგურის გაშვება 50%-იანი დატვირთვით, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე ორივე ჰესი სრული დატვირთვით შევა ოპერირებაში.

 ,,პროექტის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, მინდა მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროექტის გუნდს, რომელიც ბრიტანელი, ქართველი, გერმანელი, ინდოელი, თურქი, ავსტრიელი, ესპანელი, ჩეხი ინჟინრებისგან და ადგილობრივი ქართველი თანამშრომლებისგან შედგებაჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ შუახევიჰესი იყოს უსაფრთხო და მდგრადი პროექტი არამარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ  მაღალი საოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტით“ – განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

ხეების დარგვის აქცია

1 აპრილს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომლებმა“April Cool” კამპანიის ფარგლებში ხეების დარგვის აქცია გამართეს. კერძოდ, ზამლეთის სანაყაროზე 40 ძირი მუხისა და კაკლის ნერგები დარგეს. აქციის მიზანია სამშენებლო ტერიტორიის აღდგენა და ტყის განაშენიანების ხელშეწყობა.

მსგავს ღონისძიებას კომპანია მომავალშიც განახორციელებს.

არქივები
Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com