კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე ჰიდროენერგო პოტენციალის ათვისების მიზნით შეიქმნა. კომპანია წარმოადგენს ერთობლივ საწარმოს ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ და ინდური „ტატა ფაუერის,“ რომელიც მხარს უჭერს განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი პროექტებს მისი ერთ-ერთი მხარის მეშვეობით.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ შუახევი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა. პროექტი ითვალისწინებს187 მგვტ სიმძლავრის ორსაფეხურიანი კასკადის მშენებლობას: 178მგვვტ-იანი „შუახევი ჰესი“ და 9.8მგვტ-იანი „სხალთა ჰესი“ შესაბამისი წყასაცავებითა და კაშხლებით მდ. აჭარისწყალსა და სხალთისწყალზე აშენდა, ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მოეწყო ხუთმეტრიანი დამბა.
„შუახევი ჰესის“ პროექტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული სტარტეგიის ნაწილს. გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება საქართველოში და ხელს შეუწყობს ქვეყანამ შეამციროს ენერგოდამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. ინვესტიციას აქვს დადებითი ზეგავლენა საქართველოს ენერგოსექტორის გაძლიერებაზეც, რადგანად 220კვ-იანია „ბათუმი-ახალციხის“ ელეტროგადამცემი ხაზის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ელექტროკავშირი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ კორპორაციული მმართველობის და ბიზნესის წარმოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. მშენებლობის პერიოდში 700-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანიამ განახორციელა ფართომასშტაბიანი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესებას, შემოსავლების მომტანი ინიციატივების მხარდაჭერასა და განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს. კომპანია ყოველწლიურად იხდის ქონების გადასახადის 1%-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, რაც ხელს უწყობს მინიციპალური ბიუჯეტის გაზრდას.