შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ენერგო სექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიის მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური TaTa Power. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 550 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. დღეს, შუახევი ჰესი დადგმული სიმძლავრით არის ყველაზე დიდი ენერგო ობიექტი ენგურის შემდეგ.
შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს დაიწყო. შუახევი ჰესი დაახლოებით 5% ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.
შუახევი ჰესის პროექტმა ქართულ ენერგო სექტორში შექმნა კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღლი სტანდარტი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებით. დაფინანსებულია ასობით საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტი, ორმოცდაათამდე მცირე ბიზნესი.