Tag Archives: გარემო

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან შუახევი ჰესის არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაზარდონ მათი ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შუახევის საჯარო სკოლას ესტუმრენ.

კომპანიამ 1500 ადგილობრივი ჯიშის ნერგი დარგო

2021 წლის 9 ნოემბერს, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” სხალთის ხეობაში, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 1500 ძირი ადგილობრივი ჯიშის ნერგი დარგო . დარგვაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის თანამშრომლებმა. 2015 წლიდან დღემდე კომპანიამ დაახლოებით 10 000 ძირამდე ადგილობრივი ჯიშის ნერგი დარგო შუახევი ჰესის არეალში.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობას სამომავლოდაც განიხილავს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა ნინო დიასამიძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კომპანიამ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ  2016 წლიდან დაიწყო. ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ გოდერძის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და განითარება 100 000 დოლარით დააფინანსა.  გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის […]

კომპანიის განცხადება მდინარეში თევზის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ეხმაურება ხულოსა და შუახევის მოსახლეობის წუხილს მდინარე აჭარისწყალში თევზის რაოდენობის შემცირების თაობაზე. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენი კომპანია 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს მდინარის ჰაპიტატების, კერძოდ თევზების და წყლის მაკროუხერხემლოების კვლევასა და მონიტორინგს. მონიტორინგი ხორციელდება 15 სადგურზე, წელიწადში 4-ჯერ როგორც მდინარის წყალმცირობის, ასევე წყალუხვობის პერიოდში. მონიტორინგი ითვალისწინებს კამერალურ კვლევებს, საველე კვლევებს, მოპოვებული მასალის ლაბორატორიულ […]

ხეების დარგვის აქცია

18 დეკემბერს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა შუახევი ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანასა და ასევე კომპანიის თანამშრომელთა გუნდურობის ჩამოყალიბებას. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა სხავდასხვა ადგილობრივი ჯიშების ნერგები დარგეს, როგორიცაა მუხა, კაკალი, ფიჭვი და ა.შ. ჯამში 70 ნერგი. კომპანია სოციალური […]

აჭარისწყალი ჯორჯია ,,გოდერძის ალპური ბაღის” განვითარებას 100 000 დოლარით დააფინანსებს

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა  და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც   კომპანია  ,,გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000  დოლარით დააფინანსებს.აღნიშნული დაფინანსებით  ალპურ ბაღში მოხდება მზის ენერგიის სისტემის და პარკინგის მოწყობა, ბაღის თანამშრომლებისათვის დროებითი ადმინისტრაციული შენობის  მშენებლობა და აღჭურვა, საპიკნიკე ადგილის და ბუნებრივი ბილიკების მოწყობა, სეპტიკისა და კანალიზაციის მოწყობა, ეკო ტუალეტების და ბილეთების ჯიხურის მშენებლობა, საინფორმაციო ნიშნულებისა […]

საინფორმაციო შეხვედრა აჭარისწყლის ჰიდროენერგო კასკადის პროექტის შესახებ

2011 წლის 1 სექტემბერს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფმა“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო აჭარისწყლის კასკადის შემუშავების ადრეულ ეტაპზე პროექტის წარდგენა და გაცნობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრა გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ წამალაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა […]

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com