კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ და აჭარის მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
დღეს, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.