კომპანიის განცხადება მდინარეში თევზის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ეხმაურება ხულოსა და შუახევის მოსახლეობის წუხილს მდინარე აჭარისწყალში თევზის რაოდენობის შემცირების თაობაზე. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენი კომპანია 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს მდინარის ჰაპიტატების, კერძოდ თევზების და წყლის მაკროუხერხემლოების კვლევასა და მონიტორინგს. მონიტორინგი ხორციელდება 15 სადგურზე, წელიწადში 4-ჯერ როგორც მდინარის წყალმცირობის, ასევე წყალუხვობის პერიოდში. მონიტორინგი ითვალისწინებს კამერალურ კვლევებს, საველე კვლევებს, მოპოვებული მასალის ლაბორატორიულ […]