შუახევი ჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 20 სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ კომპანიაში სტაჟირება გაიაროს. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები გადაადგილდებიან სხვადასხვა ობიექტებზე: ელექტროსადგური, კაშხლები, წყალმიმღები, იმუშავებენ ელექტრომექანიკური განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ. სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს, იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე, შეისწავლიან უსაფრთხოების საკითხებს, შეძლებენ თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის […]