ისტორიები
სოციალური პასუხისმგებლობის 10 წელი
კორპორაციული სოციალურ პასუხისმგებლობის გუნდის ხელმძღვანელის, ნინო დიასამიძის გზავნილი
ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის გზა ეფუძნება აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ჩართულობას, პარტნიორობასა და ერთიან პროგრესს. ის, რაც თავდაპირველად საზოგადოებისთვის სარგებლის დაბრუნების სურვილით დაიწყო, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა გრძელვადიან თანამშრომლობად, რომელიც ურთიერთმოსმენით, ურთიერთსწავლითა და საერთო საქმეებით იქნა გამყარებული.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ ადგილობრივ ოჯახებთან, სკოლებთან, ფერმერებთან და თემის ლიდერებთან ერთად ვმუშაობდით განათლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თუ მცირე მეწარმეების გაძლიერების მიზნით. ჩვენი ინიციატივები ერთი რწმენით იყო წარმართული: გრძელვადიანი და რეალური შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მოსახლეობა ცვლილებების აქტიური თანამონაწილეა.
მაღალმთიანი აჭარა მდიდარია კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივაღწიეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ ნდობას, მეგობრობასა და მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამ 10-წლიანი ეტაპის აღნიშვნისას ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და ვაგრძელებთ შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას.