ჰიმალ ტევარი
ჰიმალ ტევარი Tata Power-ის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი (CHRO) და მდგრადობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელია.
ჰიმალი 2019 წლიდან არის Tata Power-ის დამიანური რესურსების მართვის დირექტორი. ის ასევე პასუხისმგებელია Tata Power ჯგუფის მდგრადობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებზე. ის ამავდროულად არის Tata Power Community Development Trust (TPCDT)-ის თავმჯდომარე.
ჰიმალს აქვს 29 წელზე მეტი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მსხვილ კონგლომერატებში, ასევე გლობალურ საკონსულტაციო ორგანიზაციებში და აქვს ფართო ცოდნა ადამიანური რესურსების სხვადასხვა სფეროში. მას აქვს მდიდარი გამოცდილება არაერთ ინდუსტრიაში. მუშაობდა სხვადასხა ლიდერულ გუნდთან ორგანიზაციული ეფექტიანობის, ლიდერობისა და ცვლილებების მართვის მიმართულებით.
CHRO-ს პოზიციაზე დანიშვნამდე, ჰიმალი 2014 წელს შეუერთდა Tata Sons-ს ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე და პასუხისმგებელი იყო კომპანიის ადამიანური რესურსების სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ლიდერების შერჩევასა და შეფასებაზე, სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტიანობასა და HR კვლევებზე. მისი კარიერის დასაწყისი დაკავშირებულია ლიდერობის კონსალტინგთან და აღმასრულებელი გუნდის შერჩევასთან. Tata ჯგუფში შესვლამდე, იგი იყო Executive Director კომპანია Russell Reynolds Associates-ში, რომელიც ლიდერობისა და სამეთვალყურეო საბჭოს საკონსულტაციო სფეროში წამყვანი გლობალური კომპანიაა. მისი კარიერა დაიწყო Tata Motors-ში.
ჰიმალს აქვს ცვლილებების მართვის მაგისტრის ხარისხი INSEAD-იდან (ფონტენბლო, საფრანგეთი), MBA საერთაშორისო ბიზნესში Delhi School of Economics-იდან, ფიზიკის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი University of Delhi-იდან, ასევე გავლილი აქვს აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამები Indian Institute of Management Ahmedabad-სა და University of Cambridge-ში.