შუახევის ჰესების კასკადი
შუახევის ჰესების კასკადი
,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს.
როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების ხელმომწერი კომპანია, „აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. სტაჟირების პროგრამა ამ მიმართულებით კომპანიის საქმიანობის ნაწილია და ხარისხიანი განათლების, გენდერული თანასწორობისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს დაიწყო. ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყნის შიდა წარმოების დაახლოებით 5% შეადგენს.