Geo

    გარემოს დაცვა

    ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' არის კომპანია, რომლისთვი­საც გარემოს დაცვის საკითხები ერთ­ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამ­ციროდ ზიანი გარემოზე და ვიყოთ ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი და მდგრადი კომპანია.

    კომპანიის მენეჯმენტსა და გარემოსდაცვით გუნდს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ისეთ ეკოლო­გიურად სუფთა ენერგიის წყაროსაც კი, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგური შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე თუ არ იქნება დაცული გარე­ მოზე ზემოქმედების ანგარიშით გაწერილი ყველა შემარბილებელი ღონისძიება. შესაბამისად, ქართ­ველი და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით მაქსიმალურად ვცდილობთ შევასრულოთ კომპანი­ ის გარემოსდაცვით დოკუმენტებით გაწერილი ვალ­დებულებები და შესაბამისობაში ვიყოთ ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო საფი­ნანსო ორგანიზაციების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარე­მოს დაცვით სტანდარტებთან.

    ოპერირების ფაზაზე, კომპანიის გარემოს­ დაცვითი მენეჯმენტის სისტემა აგებულია ISO 14001­-ის პრინციპებზე. ჩვენ გვჯერა, აღნიშნული პროცესის სწორად მართვის შემთხვევაში მაქ­სიმალურად იქნება არიდებული ჰესის ოპერ­ირებით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე. ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებე­ბი კი, უზრუნველყოფს მშენებლობის ფაზაზე ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული მინ­იმალური ზიანის კოპენსაციას.