Geo

    კორპორაციული მართვა და ეთიკა

    ჩვენს კომპანიაში კორპორაციული  მართვა ხორციელდება მდგრადი განვითარების პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის და განხორციელების გზით. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ  მართვის სისტემა სადაც გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესი ეფუძნება ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეთიკის მთავარ პრინციპებს. 

    ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:

    პატიოსნება: ეთიკის პრინციპების შესაბამისად ქცევა, გამჭვირვალობა, ზნეობრივი სტანდარტების დაცვა, პასუხისმგებლობა და სანდოობა;

    ვალდებულება: ყველა ძალ-ღონის და ენერგიის მიმართვა ჩვენი მიზნების მისაღწევად. ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, რათა შევასრულოთ ჩვენი დანაპირები;

    გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა: გარემოსა და ადამიანების დაცვა და პატივისცემა; ჩვენი ვალდებულება პროექტის მდგრადი განვითარება;

    გუნდური მუშაობა: საუკეთესო შედეგების მიღწევისკენ სწრაფვა ერთად მუშაობის გზით; ჩვენ დაუღალავად ვცდილობთ დადებითი ცვლილებების შეტანას წახალისების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით;

    უსაფრთხოება: უსაფრთხოება არის ძირეული ღირებულება, რომელიც ბიზნესის მიზნების პრიორიტეტთა იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას.