Geo

    კორპორაციული პასუხისმგებლობა

    მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით თემში ინვესტირების (Community Investment) მექანიზმს ვიყენებთ და მას სამი მიმართულებით წარვმართავთ. ეს მიმართულებებია: განათლება და ცნობიერების ამაღლება, თემების განვითარება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

    მშენებლობის პერიოდიდან დღემდე ჩვენ ასობით  გრძელვადიან და შედეგზე ორიენტირებული სოციალური პროექტი განვახორციელეთ. თემთან დიალოგი და კომუნიკაცია ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც გრძელდება.

    საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები მუდმივად ხვდებიან მოსახლეობას და აწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან ერთად ხდება სხვადასხვა სოციალური პროექტის დაგეგმვა.