Geo

    ჩვენ შესახებ

    ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს.

    შუახევის ჰესების კასკადი ყოველწლიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 450 მლნ კვტსთ ელექტროენერგიას, რითაც ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას.

    187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის გენერაციაში 4-5% შეადგენს. ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

    კომპანიამ ქართულ ენერგო სექტორში 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შუახევი ჰესი დღემდე ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტად რჩება. მშენებლობის ეტაპზე კომპანიის მიერ დასაქმებული იყო 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მათ უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა.

    კომპანიის მთავარ პრიორიტეტს, როგორც მშენებლობის ასევე ოპერირების ეტაპზე, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება წარმოადგენს. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამკვიდრა კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი ქართულ ენერგო სექტორში. მშენებლობის პირველივე ეტაპიდან კომპანიამ დაიწყო სოციალური პროექტების განხორციელება, რომლის მთავარ მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის გრძელვადიანი განვითარება წარმოადგენდა. კომპანია სოციალური პროექტების განხორციელებას, ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც აგრძელებს.