Geo

    ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

    ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვა შუახევი ჰესის მშენებლობის ეტაპიდან ოპერირების ჩათვლით კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანიას შემუშავე- ბული აქვს შრომის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოლიტიკა. კომპანია ხელმძღვანელობს როგორც საქართველოს კანონმდებლობის ასევე საერ- თაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    ტრეინინგები და სერთიფიცირება

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაზე და რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ტრეინინგ­სემინარებს, რომელიც მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებებს. კომპანიის თანამშრომლებს რეგულარულად უტარდე­ ბათ საევაკუაციო სიმულაციური ვარჯიშები, რომელიც ხორციელდება, როგორც ადგილობრივი რეგულა­ ციებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით.

    კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტექნიკური გუნდი ყოველწლიურად გადის სალექციო კურსს, რომელშიც განხილულია საქართველოს კანონმდებლობით გათ­ ვალისწინებული რეგულაციები და სხვადასხვა ნორმა­ ტიული აქტები. აღნიშნული სალექციო კურსის გავლის შემდეგ, შუახევი ჰესის ტექნიკური გუნდის თანამშრომ­ ლებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელიც უფლება­ მოსილებას ანიჭებთ გახდნენ ელექტროენერგიის უსა­ფრთხოდ გამომუშავების პროცესის მონაწილეები.

    საგანგებო სიტუაციების მართვა

    კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შესაბამის­ ად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია შუახევი ჰე­ სის პოტენციური საგანგებო მდგომარეობები, მათი მართვის პროცედურები და პრევენციული ზომები და შემარბილებელი ღონისძიებები. დოკუმენტში ნომინი­ რებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომელთა შორისაც გადანაწილებულია უფლებამო­ სილებებიდაგამოხატავსმზაობასკოორდინირებულად იმოქმედოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ­ თან და ცენტრალურ სადისპეჩერო ცენტრთან ერთად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ინციდენტი.

    სახანძრო უსაფრთხოება

    სახანძრო უსაფრთხოების მხრივ, ელექტროსადგური სრულიად აღჭურვულია თანამედროვე ხანძარსაწი­ ნააღმდეგო სისტემებით. აღსანიშნავია, რომ ყველა დანადგარი: გენერატორები, ძალოვანი ტრანსფორ­ მატორები, ცენტრალური მართვის ფარი, დაკომპლე­ ქტებულია ინდივიდუალური ხანძარ­ქრობის სისტემესადგური აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სასიგ­ ნალო მოწყობილობებით, კვამლის დეტექტორებით, გადასატანი ცეცხლმაქრებით, გარე და შიდა სახანძ­ რო ონკანებით. ჩამოთვლილი ხანძარსაწინააღმდე­ გო სისტემების და აღჭურვილობები არის მუშა მდ­ გომარეობაში, მათ საიმედოობას და გამართულად მუშაობას ემსახურება მაღალკვალიფიციური პერსონ­ ალი. აღსანიშნავია, რომ შუახევი ჰესის პერსონალს რეგულარულად უტარდება თეორიული და პრატიკუ­ ლი მეცადინეობები, დარგის ექსპერტების მიერ. შუახ­ ევი ჰესზე არსებული ყველა სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და პროცედურები დადებითადაა შეფასებუ­ ლი და შეთანხმებულია საქართველოს საგანგებო სიტუ­ აციების მართვის დეპარტამენტთან.

    პროცედურები

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' გააჩნია მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების უსაფრთხოდ შეს­რულების პროცედურები, რომლებიც გაწერილია დო­ კუმენტის სახით, აგრეთვე კომპანია ითვალისწინებს ყვე­ ლა რეგლამენტს თუ კანონს, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ შრომის უსაფრთხ­ ოების ორგანული კანონის და საერთაშორისო პრაქ­ ტიკის შესაბამისად. კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" მომატებული რისკის შემცველი სამუშაოს ჩატარებამდე ადგენს რისკების შეფასების დოკუმენტს, სადაც დეტალ­ ურადაა აღწერილი საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და მათი მინიმუმამდე დაყვანის პრცედურები.

    სამოქალაქო უსაფრთხოება

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' პრიორიტეტუ­ ლი მიმართულებაა აჭარის მაღალმთიანი რეგიო­ ნის მოსახლეობაში სამოქალაქო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება. ამისათვის კომპანია რეგუ­ ლარულ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ადგი­ ლობრივი სოფლების მოსახლეობასთან, საგანმანათ­ ლებლო სივრცეებში სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, სოფლის რწმუნებულებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან.

    შუახევი ჰესი ოპერირებს მდინარე აჭარისწყალზე, სხ­ალთისწყალზე და ჩირუხისწყალზე. თითოეულ მათ­ განზე განლაგებულია კაშხლები და წყალმიმღები სათ­ავე ნაგებობები. აღნიშნული წყალსაცავების შეტბორვის ზონები სრულიად აღჭურვილია ამკრძალავი ნიშნე­ ბით და ყველა პოტენციური შეტბორვის ზონასთან მისასვლელი ბილიკი შემოღობილია. რაც შეეხება წყ­ ალსაცავის ქვედა ბიეფებს და მდინარის კალაპოტებს, სამოქალაქო უსაფრთხოების და ადგილობრივი მაცხ­ ოვრებლების ინფორმირებულობის მიზნით, კომპა­ ნიამ განალაგა, საინფორმაციო გამაფრთხილებელი ნიშნები ხიდებთან და მდინარეებთან მისასვლელ ბი­ ლიკებთან.

    კომპანიის მიზანია, საწარმოო პროცესი გახადოს სრუ­ლად უსაფრთხო, როგორც დასაქმებული პერსონ­ალისთვის, ასევე გარშემო მყოფი მოსახლეობისთვის.