საჩივრების განხილვის მექანიზმი
რა არის საჩივრების განხილვის მექანიზმი?
საჩივარი შეიძლება განიმარტოს, როგორც რეალური ან აღქმული პრობლემა, რომელიც საფუძვლად შეიძლება დაედოს უთანხმოებას. ზოგადი პოლიტიკის ფარგლებში, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ აქტიურად მუშაობს საჩივრების წარმოქმნის პრევენციაზე, რისთვისაც ახორციელებს ზეგავლენის შემცირებასა და მოსახლეობასთან ურთიერთობის დამყარებას. ამ საქმიანობების დახმარებით შესაძლებელია მოსალოდნელი პრობლემური საკითხების გათვლა და მათი დროული მოგვარება, ვიდრე ისინი გადაიზრდებიან საჩივრებში.
საჩივრის წარდგენა შეუძლია ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ კომპანიის საქმიანობას აქვს მავნე ზემოქმედება მოსახლეობაზე, გარემოსა თუ ცხოვრების ხარისხზე.
კომპანია არეგისტრირებს ნებისმიერ შენიშვნას თუ საჩივარს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით (ფიზიკური თუ ელექტრონული ფოსტა), ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია შეავსოს საჩივრის ფორმა.
როგორ მიმდინარეობს გასაჩივრების პროცესი?
ყველა საჩივარი განიხილება 10 დღის განმავლობაში. თუკი ეს შესაძლებელია, დაუყოვნებელი მაკორექცირებელი ზომები მიიღება 10 დღის განმავლობაში. თუკი ამგვარი ზომების მიღება შეუძლებელია, მაშინ საჩივარზე რეაგირება ხდება 21 დღის განმავლობაში. პასუხი შენიშვნაზე, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, მიწოდებული იქნება 21 სამუშაო დღის განმავლობაში. მოკვლევის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროექტის თანამშრომლები და, საჭიროებისებრ, გარე უწყებები ხელს შეუწყობენ პროცესის წარმართვას. დაინტერსებულ მხარეთა ჩართულობის სპეციალისტი (SES) უზრუნველყოფს შესაბამისი უნარების მქონე საგამოძიებო გუნდის შექმნას, რომელიც განიხილავს საკითხს და გადაწყვეტს, უკავშირდება თუ არა ის კომპანიის საქმიანობას და საჭიროებს თუ არა გარე უწყებების ჩართულობას.
როგორ შევიტანოთ საჩივარი?
წერილობითი საჩივარი შეიძლება წარადგინოთ შემდეგი გზით:
ელ-ფოსტა: ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და გააგზავნეთ საჩივრის ფორმა შემდეგ ელ. მისამართზე: info@agl.com.ge.
ტელეფონი: დაუკავშირდით კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სპეციალისტს შემდეგ ნომერზე: 599 203 415.
საჯარო საინფორმაციო ცენტრი: ეწვიეთ საჯარო საინფორმაციო ცენტრს შუახევი ჰესზე და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სპეციალისტს მიაწოდეთ წერილობითი განცხადება ან შევსებული საჩივრის ფორმა.