Geo

    ბიზნესი

    ჩვენ ვაწარმოებთ მდგრად, სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიას. ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო  სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. 

    შუახევის ჰესების კასკადი მოიცავს 178 მგვტ შუახევი ჰესს და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესს, შესაბამისი წყალსაცავებით, კაშხლებითა და დამბით მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

    შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს, ხოლო სხალთა ჰესმა 2021 წელს დაიყო. 

    შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 220კვ ,,ახალციხე-ბათუმის'' დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით მიეწოდება საქართველოს ელექტროსისტემას.

    შუახევის ჰიდროელექტროსადგური

    ელექტროსადგურის შენობა მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე, შუახევის მუნიციპალიტეტში. 

     

    ტექნიკური მონაცემები

    ძირითადი პარამეტრები
    მთავარი ძალური კვანძი

    შენობის ტიპი - მიწისზედა; დადგმული სიმძლავრე - 178 მგვტ; წყლის ხარჯი - 48 მ³/წმ; ტურბინის ტიპი - ფრენსის, რაოდენობა - 2 ერთეული (2 x 89.3 მგვტ)

    დიდაჭარის კაშხალი

    დიდაჭარის კაშხალი

    დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლისა და ღორჯომის შესართავთან.

    52 მეტრი სიმაღლის ბეტონის კაშხლის წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 998 000 მ3-ს, ხოლო მისი ზედაპირის ფართობია 152 500 მ2. სადაწნეო გვირაბის წყალმიმღები განთავსებულია მდინარის  მარჯვენა ნაპირზე.

    შუახევის ელექტროსადგურს წყალი მიეწოდება 17,8კმ სიგრძის და 6,2მ დიამეტრის მთავარი სადაწნეო გვირაბის მეშვეობით.

    ჯამურად, შუახევის ჰიდროელექტროსადგური  გვირაბების სიგრძე შეადგენს 37,7 კმ.

    ტექნიკური მონაცემები

    ძირითადი პარამეტრები

    სხალთა ჰესი

    შენობის ტიპი - მიწისქვეშა; დადგმული სიმძლავრე - 9 მგვტ; ტურბინის ტიპი - ფრენსის, რაოდენობა - 3 ერთეული (3 x 3 მგვტ)

    სხალთის კაშხალი და წყალსაცავი

    კაშხლის ტიპი - ქვანაყარის კაშხალი; სიმაღლე - 17მ; წყალსაცავის ტიპი - სადღეღამისო რეგულირების

    სხალთა-დიდაჭარის სადერივაციო გვირაბი

    გვირაბის სიგრძე - 9.2 კმ; დიამეტრი - 5.2მ; გამტარიანობა - 25მ³/წმ

    ჩირუხისწყლის დამბა

    სათაო ნაგებობა მდ. ჩირუხისწყალზე, ბეტონის დამბა 2 რადიალური ფარით წყალმოვარდნების სამართავად; სიმაღლე - 7მ

    სადერივაციო გვირაბი

    გვირაბის სიგრძე – 6.3კმ; დიამეტრი - 4,2მ; გამტარიანობა - 10მ³/წმ

    დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი

    კაშხლის ტიპი - ბეტონის კაშხალი; სიმაღლე - 55მ; წყალსაცავის ტიპი - სადღეღამისო რეგულირების

    დიდაჭარა - შუახევის სადაწნეო გვირაბი

    გვირაბის სიგრძე - 17.8კმ; დიამეტრი - 6.2მ; გამტარიანობა - 48მ³/წმ

    ობიექტების განლაგება

    ობიექტების განლაგება
    ობიექტების განლაგება
    ობიექტების განლაგება