Geo

    100 სოციალური პროექტი

    კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის  საქმიანობის განუყ­ოფელი ნაწილია. კომპანიის სოციალური პროექტების მიზანია, კონკრეტული ვალდებულებების მიღმა, ადგილობრივ თემებს მხარი დაუჭიროს  გაძლიერებაში და გახდეს საიმე­დო მეზობელი შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

    ჩვენ, სოციალური პრო­ექტების განხორციელება 2014 წელს, შუახევი ჰესის მშენებლობის პარალელურად დავიწყეთ და დღემდე, უკვე ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც ვაგრძელებთ.

    ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვახორციელეთ ასობით პროექტი. 

    წარმატებული პროექტებიდან გამოვყავით 100 გამორჩეული პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როგორც თითეული ადგილობრივის, ასევე რეგიონის გრძელვადიან განვითარებაში.

    კორპორაციულუ პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

    კორპორაცილური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

    ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ'' ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან და არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-თან თანამშრომლობით გოდერძის ალპური ბაღის განვითარება დააფინანსა