ეკა დანელია
ეკა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდს 2024 წელს შემოუერთდა ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
მანამდე 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორპორაციული რისკების (ERM) და აქტივების მართვის დეპარტამენტს „თიბისი ლიზინგში“.
2018-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი.
2010-2018 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე “თიბისი ბანკის” ფინანსურ დეპარტამენტში, აქედან ბოლო ორი წელი ხელმძღვანელობდა IFRS რეპორტინგის განყოფილებას.
ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს 2011 წელს, ESM Tbilisi ბიზნეს სკოლაში. ხოლო 2016 წელს გახდა ACCA წევრი (Association of Chartered Certified Accountants).
ფინანსური დირექტორი