პაატა ფუტკარაძე
პაატა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი და კორპორაციული მდივანია. ის კომპანიის მენეჯმენტს ექსპერტულ და სტრატეგიულ იურიდიულ კონსულტაციებს უწევს და უზრუნველყოფს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
პაატა წლების მანძილზე საქართველოს შემოსავლების სამსახურს წარმოადგენდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) - გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალურ ფორუმზე. იგი ასევე იყო იურიდიული მრჩეველი შპს „PI კონსალტინგში“ და იურიდიულ დახმარებას უწევდა ბათუმში არსებულ ბიზნეს სუბიექტებს.
იგი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში წარმოადგენდა საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმს“ უეფას (UEFA) და ფიფას (FIFA) მმართველ ორგანოებში, რომლებიც ფეხბურთის ასოციაციის წევრები არიან და მართავდა FIFA TMS და UEFA FFP-თან დაკავშირებულ საკითხებს.
მას მინიჭებული აქვს საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (LL.M.) საერთაშორისო ეკონომიკურ სამართალში.