სიახლეები
ივლისი 30, 2011
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები დაიწყო
კომპანია „ქლინ ენერჯიმ“ მისი შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სახელით, ხელი მოაწერა კონტრაქტს სამ კომპანიასთან, რომლებიც აჭარისწყლის ხეობაში საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს ჩაატარებენ.
შესწავლა ივლისიდან ნოემბრამდე გაგრძელდება.
ბრიტანული საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდი“ საკვლევ სამუშაოებს გაუწევს ზედამხედველობას.